воскресенье, 8 марта 2015 г.

6  დღე

დღეს დავალება არ მქონდა შესრულებული და უხერხულად ვგრძნობდი თავს. სამაგიეროდ სხვების დავალებებები, შენიშვნები მოვისმინე და გავითვალისწინებ. ძალიან საინტერსეო იყო Power Point- ზე მუშაობა, რომელსაც არა მარტო ამ პროქტში გამოვიყენებ არამედ სხვა მარტივ საკლასო აქტივობებისთვის. 

воскресенье, 1 марта 2015 г.

5 დღე
დღეს  ჩემი პროექტის შაბლონის წარდგენისას, ტრენერის შენიშვნებისა და რჩევების შემდეგ  უკეთესად გავიგე თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა ვიმუშავო პროექტზე. მაინც მერთულება საკვანძო კითხვების შედგენა :( . ასევე ვშიშობ, ჯერ რადგან ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული ჩემს პროექტზე, მიზნებზე  , გამიჭირდება  სასწავლო  პროცედურების   სწორად   შედგენა. მაგნამ  ასე მგონია შაბათს ჩემი  კოლეგების  ნაშრომებიდან , ტრენერის რეკომენდაციებიდან გამომდინარე  შევძლებ შესაბამისი  სასწავლო პროცედურების დაწერას.

суббота, 21 февраля 2015 г.

4 დღე
          დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ  შევსებული  სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონი. ძალიან გამიხარდა როცა ტრენერს  ჩემი თემის დასახელება  მოეწონა, მაგრამ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  მაქვს უფრო კარგად შესადგენი და  დღევანდელი განხილვის შემდეგ შევეცდები უფრო შესაბამისი კითხვები შევადგინო.
         დღეს განვიხილეთ  პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ჯერჯერობით რთული მგონია მათი შედგენა მაგრამ  მასალის უკეთ გაცნობის შემდეგ  იმედი მაქვს თავს გავართმევ.
          დღე ჩემი აზრით ნაყოფიერი და საინტერესო იყო.

пятница, 20 февраля 2015 г.

3  დღე
       ტრენინგი დაიწყო ჩვენსმიერ შექმნილი ბროშურებისა და რეფელექსიის  შემოწმებით.  გავიგე რეფლექსია როგორ უნდა დავწერო. იმედია ახლა გამოჩნდება თუ როგორ გამიგია. 
        შემდეგ დავიწყეთ მიმართულების საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე მუშაობა. კითხვები ძალიან მომეწონა და გზა მომცა თუ რა მიმართულებით და როგორ უნდა  მივუდგე პროექტის შინაარს. ვიმუშავეთ შაბლონის შევსებაზე.  რთული იყო ჩემთვის დასაწყისში მაგრამ კითხვების შემდეგ უფრო გამიადვილდა მაგრამ  ბოლომდე  მაინც ვერ გავართვი თავი.  

суббота, 14 февраля 2015 г.

დღე მეორე
დღეს ვისწავლე თუ როგორ უნდა გავაკეთო ბროშურა, რომელიც სხვადასცხვა დავალებებისთვის და პროექტისთვის შემიზლია გამოვიყენო სკოლაში. ეს გამოიწვევს ბავსვების დიდ ინტერესს და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში ან პროექტის  მომზადებაში. მოუთმენლად ველოდები ახალ მოდულებს რადგან შევძლებ  უფრო საინტერესო გაკვეთილების ჩატარებას.